ევრო 2012 უეფასთვის რიგით მე-14 სანაკრებო ტურნირი იყო ევროპის კონტინენტზე. ჩემპიონატის ფინალური ეტაპი უკრაინაში და პოლონეთში გაიმართა. ტურნირმა სტარტი 8 ივნისს აიღო და 1 ივლის დასრულდა. ევროპის ჩემპიონატის ფინალი უკრაინაში, კერძოდ კი კიევში "ოლიმპიურ სტადიონზე" გაიმართა, რომელიც 65 000 გულშემატკივარს იტევდა.
↧